მსოფლიოში არაერთი ბესტსელერის ილუსტრატორი ქართველი გოგონას წარმატების ისტორია

ლიკა კვირიკაშვილი უცხოეთში საკმაოდ ცნობილი ქართველი ილუსტრატორია. იგი 43 ნაბეჭდი და 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორი გახლავთ.

ლიკა არის ამერიკელი ტელე-რადიო წამყვანის და მწერლის ჯაქი ფილიპსის წიგნი „RESET”-ის ილუსტრატორი, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა ადგილობრივი პრეზენტაციებით და ონლაინ გაყიდვების რაოდენობით. ასევე, ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის, კუნფუს ჩემპიონის და ამჟამად ცნობილი ტრენერის სიფუ კარლ რომეინის წიგნის „Unbreakable”-ის ილუსტრატორი. დღეისათვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული წიგნების გამომცემლობებთან  ბრიტანეთში, ამერიკასა და ავსტრალიაში. სულ ახლახან ლიკა ინგლისში იტალიური რესტორნის დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს.

წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ ბმულზე

23213361_1655251264505676_5166858818723455465_o.jpg

როგორ გახდა ლიკა კვირიკაშვილი ბესტსელერი წიგნების ილუსტრატორი და როგორ გაიცნო მაიამმა საქართველო მისი საცურაო კოსტიუმებით

ლიკა კვირიკაშვილი უკვე ხუთი წელია, წიგნის ილუსტრირებით არის დაკავებული და უცხოურ ბაზარზე ძალიან წარმატებულად საქმიანობს. არაერთ ბესტსელერზე უმუშავია და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდნენ, მიღწეული წარმატებით ყველას დაუმტკიცა, რომ ცდა ყოველთვის ღირს.

ლიკა კვირიკაშვილი: ბავშვობიდან ვხატავ, პირველივე კლასიდან ვიცოდი, რომ სამხატვრო აკადემიაში ვისწავლიდი. მამა და ბიძა მხატვრები არიან, ასე რომ, მე ოჯახში მესამე ვარ. მეცხრე კლასიდან პროფესიულ კოლეჯში გადავედი დიზაინის განხრით და საშუალო დონეზე შევისწავლე ფერწერა და გრაფიკა. ამის შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და ოთხი წელი მოდის დიზაინს ვსწავლობდი, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა წიგნის ილუტრირება. ლექტორმა მითხრა, წიგნის ილუსტრირებაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეო. მომწონდა ეს ყველაფერი და ვგრძნობდი, რომ პოტენციალიც მქონდა. სტუდენტს, რომელიც მოდელირებაზე სწავლობს, სპეციფიკური ხელი აქვს და მისთვის რთულია ილუსტრაციის ხატვა, მე ეს შემეძლო. გადავწყვიტე, მეცადა და აკადემიის დამთავრების შემდეგ „ჯიპას“ სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე გრაფიკული პროგრამების შესწავლა დავიწყე. ამის შემდეგ ილუსტრაციის შექმნა ვცადე და პირველივე ჯერზე ძალიან კარგად რომ გამოვიდა, მივხვდი, რა მიმართულებით წავიდოდი. მინდოდა,
საქართველოში ილუსტრატორად დამეწყო მუშაობა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს შევეჯახე. ყველას გამოცდილი კადრი უნდოდა და რამდენიმე უშედეგო გასაუბრების შემდეგ, მეგობარმა მირჩია, რომ ფრილანსერულ საიტებზე დავრეგისტრირებულიყავი. მართლაც, ჩემი პორტფოლიო განვათავსე. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ ბევრმა მითხრა, შენ ძალიან გაგიმართლაო, რადგან პირველი პროექტი დარეგისტრირებიდან ორ კვირაში შემიკვეთეს. მთავარი პირველი შეკვეთა და შესრულებულ სამუშაოზე დადებითი შეფასების მიღებაა, მერე უკვე ყველაფერი მარტივად ხდება. იზრდება რეიტინგი და გაყიდვების რაოდენობა. რამდენიმე დღეში მოიმატა შემოთავაზებებმა, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც არასერიოზულად ვუყურებდი, იმიტომ რომ ჩემს გარშემო არავის ვიცნობდი ისეთს, ვინც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მუშაობდა. არც ოჯახი აღიქვმდა ამას სერიოზულად და არც მე, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, მოდი, ესეც იყოს-მეთქი და პარალელურად, აქ ვეძებდი სტაბილურ სამსახურს. ეს დამატებითი შემოსავლის წყაროდ წარმოვიდგინე. თუმცა ისე გამოვიდა, რომ შვიდი-რვა საათის განმავლობაში ვიჯექი კომპიუტერთან და ვმუშაობდი. იმდენი სამუშაო მქონდა, ვეღარ ავუდიოდი და არც სივის გაგზავნის დრო მრჩებოდა და მით უმეტეს, არც გასაუბრებებზე სიარულის. მივხვდი, რომ სამსახური უკვე მქონდა და შემოსავალიც სტაბილური გახდა. თავიდან ყველა ძალიან სკეპტიკურად 
უყურებდა ამ ამბავს და სამსახურად ვერ აღიქვამდნენ, მაგრამ, როცა პირველი ნაბეჭდი წიგნი ხელში დაიჭირეს, დაიჯერეს. პირველი წიგნი 2013 წელს გერმანიაში დაიბეჭდა. ზუსტად მახსოვს ის დღე, მწერალმა რომ ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი გამომიგზავნა. წიგნის ფურცლებზე ჩემი ნახატები რომ დავინახე სასწაული შეგრძნება დამეუფლა. უკვე ხუთი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული.
– და უკვე ძალიან სერიოზული მიღწევები გაქვს.
– ახლახან იტალიურ რესტორან Capry Italian Eatery-ში ამიყვანეს გრაფიკულ დიზაინერად, რომელიც ინგლისში მდებარეობს. ეს უკვე ჩემი რეიტინგის, შესრულებული სამუშაოებისა და დადებითი გამოხმაურებების ხარჯზე მოხდა. რამდენიმე კანდიდატს შორის მე ამარჩიეს. ჩემი პორტფოლიო ისევ ონლაინსივრცეში დევს. დაინტერესებული კომპანია შემოდის, ათვალიერებს მას და მერე მიკავშირდება.

წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ ბმულზე

38227489_1964554190242047_1243458277040193536_n.jpg

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ინგლისში იტალიური რესტორნის დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს

ლიკა კვირიკაშვილი, 43 ნაბეჭდი და 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორია. მისი ნამუშევრები იყიდება წიგნების ონლაინ საიტებზე, გამომცემლობების პირად ვებ-გვერდებზე, ადგილობრივ მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში. ის არის რამდენიმე ბესტსელერი წიგნის ილუსტრატორი. ესენია ცნობილი ამერიკელი ტელე-რადიო წამყვანის, მწერლისა და საჯარო სპიკერის, Jacqui Phillips-ის წიგნი „RESET”, რომელმაც დიდი წარმატება და გამოხმაურება მოიპოვა ადგილობრივი პრეზენტაციებითა და ონლაინ გაყიდვების რაოდენობით. ასევე ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის, კუნფუს ჩემპიონის და ამჟამად ცნობილი ტრენერისა და მამოტოვირებელი სპიკერის  Sifu Romain-ის წიგნი „Unbreakable”. 

წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ ბმულზე

19575108_1549992458364891_2658470034947687096_o.jpg
1d79e157733723.59e12b06e982f.jpg
20287092_10154574355430047_2035904036876136507_o.jpg

My interview about the co-working space Vere Loft ჩემი ინტერვიუ ერთიანი სამუშაო სივრცის Vere Loft-ის შესახებ

Lika Kvirikashvili - Illustrator:
Besides VERE LOFT 's overall work space is very cozy, comfortable and friendly, it offers individual environmental and conditions tailored to each member depending on the specifics of the job, so the visit to the VERE LOFT is always a pleasure and the work is timely and always high quality .
The work is more efficient, creative and interesting in the shared work space, which promotes proper working environment and conditions, as well as communication with people with similar interests and working experience.

 

ლიკა კვირიკაშვილი - ილუსტრატორი:

გარდა იმისა, რომ Vere Loft - ის საერთო სამუშაო სივრცე არის ძალიან მყუდრო, კომფორტული და მეგობრული, ის სთავაზობს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველ წევრზე მორგებულ ინდივიდუალურ გარემოს და პირობებს, რის გამოც Vere Loft - ში მისვლა და მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა და შესრულებული სამუშაო დროული და მუდამ ხარისხიანი.
მუშაობა საერთო სამუშაო სივრცეში უფრო ეფექტური, კრეატიული და საინტერესოა, რასაც უწყობს ხელს შესაბამისი სამუშაო გარემო და პირობები, ასევე, მსგავსი ინტერესებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება.

37926813_1958440634186736_7037919078366838784_n.jpg
 Working on the CD cover art for the British band "The Kingdom of Reptiles"     მუშაობის პროცესი ბრიტანული ბენდის  "The Kingdom of Reptiles"   მუსიკალური ალბომის დისკის ყდაზე 

Working on the CD cover art for the British band "The Kingdom of Reptiles"   

მუშაობის პროცესი ბრიტანული ბენდის  "The Kingdom of Reptiles"   მუსიკალური ალბომის დისკის ყდაზე 

 Working on the local company's advertising campaign, for Lukoil   მუშაობის პროცესი ილუსტრაციაზე ლუკოილის სარეკლამო ბანერისთვის 

Working on the local company's advertising campaign, for Lukoil

მუშაობის პროცესი ილუსტრაციაზე ლუკოილის სარეკლამო ბანერისთვის 

 Working process on the book "My Favorite Shop on Webb Ellis Street"  One of the biggest project done for publishing company in UK, Clever Fox Press  მუშაობის პროცესი წიგნზე  "My Favorite Shop on Webb Ellis Street" ,რომელიც შესრულდა ინგლისში მდებარე გამომცემლობისთვის Clever Fox Press

Working process on the book "My Favorite Shop on Webb Ellis Street"  One of the biggest project done for publishing company in UK, Clever Fox Press

მუშაობის პროცესი წიგნზე  "My Favorite Shop on Webb Ellis Street" ,რომელიც შესრულდა ინგლისში მდებარე გამომცემლობისთვის Clever Fox Press

My first project for Clever Fox Press

My very first project done for my one of the favourite publishing house Clever Fox Press 🦊 ❤️🎨 Good Bye, Emma The book helps children relate to the hardships, both physical and emotional, of children fleeing war and torture and tells the story of a boy refugee who is forced to leave behind his pet when his family flees the country. This book is based on a true story as once upon a time two children had to leave their country because they were refugees. The author was one of these children. The children could not take their dog with them. Their dog was called Emma. Emma lived for many years more and died an old dog back in the country the two children no longer could call home. They always loved Emma. And Emma loved them.

Proceeds from the sale of 'Goodbye, Emma' as well as the first hundred copies of the book are being donated to various refugee centres around the world.

Recently the book had been translated into Russian language! 

 

 პირველი პროექტი გაკეთდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამომცემლობისთვის Clever Fox Press 🦊 ❤️🎨 Good bye,Emma  ეხმარება ბავშვებს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ სირთულეებთან გამკლავებას. წიგნი ყვება პატარა ლტოლვილი ბიჭის ისტორიას, რომელიც იძულებულია დატოვოს თავისი სამშობლო და საუკეთესო მეგობარი . ეს წიგნი ეფუძნება ნამდვილ ამბავს. ერთხელ ორი პატარა ბავშვი იძულებული გახდა დაეტოვებინათ თავისი მშობლიური ქალაქი,ვინაიდან ლტოლვილები იყვნენ. ერთ-ერთი ბავშვი წიგნის ავტორი იყო. ბავშვებს არ შეეძლოთ ძაღლი თან წაეყვანათ. მათ ძაღლს ემმა ერქვა. ემმამ მრავალი წელი იცხოვრა და  გარდაიცვალა იმ ქვეყანაში,რომელსაც ბავშვები ვეღარასდროს უწოდებდნენ თავის სამშობლოს. მათ ყოველთვის უყვარდათ ემმა. და ემმას ყოველთვის უყვარდა ბავშვები.

შემოსული თანხა ყოველი გაყიდული  "Goodbye, Emma" - ს წიგნიდან ირიცხება ევროპის ლტოლვილ ბავშვთა საერთაშორისო ფონდში. 

ცოტა ხნის წინ წიგნი თარგმნა რუსულ ენაზე!

17434834_1427571023940369_2171847008197553085_o.jpg
17436288_1427571027273702_120309881432966275_o.jpg
14322523_1232559980108142_1606902192689356500_n.jpg

Radio Cat: Tommy the Learned Cat Goes to BBC

In this post I want to tell you about one of the biggest project in my career , children’s book “BBC Radio Cat”. This is collaboration with “Clever Fox Press” for the BBC Radio Station’s 95th birthday anniversary! The protagonist – Tommy – is travelling in the old and new BBC Radio station and tells the children about its history from the beginning till the nowadays!
Your Children will definitely enjoy this adventure and will find out a lot of interesting things about the BBC Radio Station! Here is the repost from the cleverfoxpress.com about the project: “Good afternoon! it's Monday 20th of March 2017, one o'clock in the afternoon, and this is the news at the top of the hour from our news cat Mog Mittens…” That’s how Tommy the Learned Cat starts his afternoon show on BBC Radio! Lots of important topics in the feline world are discussed on Tommy's show:

from the latest news in politics (the Feline Society is debating the response to the Canine Society which accused the cats of being responsible for the extinction of 33 different species),

to the world of science (did you know that scientists proved recently that every single domesticated cat can be traced back to one of the five Аfrican wild cats?),

to the world of sports (Nānākuli, the one-Eyed Rescue Cat in Hawaii, became the first feline surfer recorded in the history of feline-kind).

And while listeners are enjoying the lovely miaow mixing of music featuring titles that clawed their way to the top 10 in the charts, Tommy tells his little readers about the history of radio and the British Broadcasting Company. BBC began gathering families around bulky old radio sets in 1922, back in the day when television and internet were still non-existing terms. From Children’s Hour, the first children’s program aired on BBC radio, to CBeebies, the modern day’s weekly broadcast, Tommy tells how children were always an important part of BBC radio’s audience.

And for those little readers interested in technology, Tommy offers a tour around the studio and explains what the varies microphones, displays, mixers, monitors and speakers are used for.

Join Tommy, our Radio Cat , in his BBC radio studio, to celebrate 95 years since BBC’s first broadcast on 14th of November 1922.

‘Radio Cat: Tommy the Learned Cat goes to BBC’ is out and available on Amazon sites worldwide. This book is a special gift to BBC Coventry & Warwickshire. The first 10 copies will be presented to our BBC Local Radio service serving the county of Warwickshire (94.8, 103.7 and 104 MHz FM) on BBC's 95th birthday.

RADIO CAT: TOMMY THE LEARNED CAT GOES TO BBC - ეს არის ჩემი თანამშრომლობა "Clever Fox Press" -თან BBC რადიო სადგურის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით! მთავარი გმირი - Tommy - მოგზაურობს ძველ და ახალ BBC რადიო სადგურში და უყვება ბავშვებს ისტორიას რადიო სადგურის დასაბამიდან დღევანდელ დღემდე! ბავშვები სიამოვნებით იმოგზაურებენ მთავარ გმირთან ერთად და გაიგებენ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს BBC რადიოსადგურის შესახებ! აქ არის სტატია cleverfoxpress.com-ის ოფიციალური საიტიდან პროექტის შესახებ: "შეადღე მშვიდობის!დღეს 20 მარტია,2017 წელი, დღის 1 საათი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები კატა Mog Mittens-ის სიახლეებიდან ... "ასე იწყებს კატა Tommy შუადღის შოუს BBC რადიო სადგურზე! შოუში ბევრი მნიშვნელოვანი თემაა განხილული:

პოლიტიკის ბოლო სიახლეებიდან (კატების საზოგადოების დებატები ძაღლთა ასოციაციასთან,რომელიც ადანაშაულებს ზემოდხენებულს 33 სახეობის ძაღლის გადაშენებაში),

მეცნიერების სიახლეებიდან (შინაურ კატებს შეიძლება გამოეძებნოს აფრიკული ველური წინაპარი?),

სპორტის სამყაროში (Nānākul,ცალთვალა კატა ჰავაიდან, გახდა პირველი სერფერი კატა სერფინგის ისტორიაში).

სანამ მსმენელი უსმენს მომხიბვლელ "miaow" სიმღერებს,რომლებიც ჩარტების პირველ ათეულშია, Tommy უყვება თავის პატარა მსმენელებს რადიო სადგურის ისტორიის და ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის შესახებ. BBC რადიომ ოჯახების შეგროვება დაიწყო ძველებური რადიო გადამცემების გარშემო 1922 წელს, მაშინ, როდესაც ტელევიზია და ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა. პირველი საბავშვო გადაცემა BBC რადიოზე, CBeebies,რომელიც დღეს ყოველკვირეულად გადის ეთერში, Tommy მოგვითხრობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ნაწილი არიან ბავშვები BBC რადიოს აუდიტორიის.

და იმ პატარა მსმენელებს,რომლებიც ტექნოლოგიით ინტერესდებიან, Tommy სთავაზობს ტურს რადიო სტუდიაში და მოუთხრობს, თუ როგორ გამოიყენება მიკროფონები, მონიტორები, მიქსერები და სხვა რადიო სადგურის დანადგარები.

შემოუერთდით Tommy-ის, ჩვენც რადიო კატას, მის BBC რადიო სტუდიაში, რადიო სადგურის 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად,რომლის პირველი გადაცემა გავიდა 14 ნოემბერს 1922 წელს.

‘Radio Cat: Tommy the Learned Cat goes to BBC’ ხელმისაწვდომია cleverfoxpress.com-ze, amazon-ze და ჩემი საიტის Shop-ში.ეს წიგნი სპეციალური საჩუქარია BBC Coventry & Warwickshire- თვის. პირველი 10 ეგზემპლარი გადაეცემა ჩვენს BBC 95-ე დაბადების დღეს (94.8, 103.7 და 104 MHz FM).

Radio Cat